ფეხბურთი

13:42 | 25.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გრილიში „მილანში“?

„მანჩესტერ სიტის“ ინგლისელმა გარემარბმა ჯეკ გრილიშმა შესაძლოა ამ ზაფხულს კლუბი შეცვალოს.

The Mirror-ის ცნობით, ინგლისელით „მილანი“ დაინტერესდა. იტალიური გრანდი მზადაა ზაფხულში „ქალაქელებს“ ინგლისელი გარემარბის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზოს. „როსონერი“ ჯეკის იჯარით აყვანის შესაძლებლობასაც განიხილავს.

„მანჩესტერ სიტი" ღიაა ტრანსფერისთვის, რადგან მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ფეხბურთელზე აქცენტს აღარ აკეთებს.

2021 წლის ზაფხულში გრილიში „მანჩესტერ სიტიში“ 117,5 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

გრილიშმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.154362