ფეხბურთი

1:20 | 26.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

პალესტინის ნაკრების ქამბექი ბოლო წუთებზე: მუნდიალზე გასასვლელად ბრძოლას ერაყიც აგრძელებს

პალესტინის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, არც თუ დიდს, მაგრამ მაინც.

პალესტინამ საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში შინ ერაყის ნაკრებს 2:1 მოუგო. არადა, 88-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ ბოლოს ვესამ აბუ ალის და ამედ მაგნას გოლებით გამარჯვება მოახერხა.

საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ეს პალესტინისთვის პირველი მოგებაა, სულ 6 ქულა აქვს (1 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება) და პლეი-ოფის ადგილებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია.

ჯგუფს სამხრეთ კორეა 16 ქულით ლიდერობს, იორდანიას 13 ქულა აქვს, ერაყს 12 და ომანს - 10. აუტსაიდერია ქუვეითი 5 ქულით.

აზიაში სულ სამი საკვალიფიკაციო ჯგუფია, ორ-ორი საუკეთესო პირდაპირ გავა მუნდიალზეა, მესამე-მეოთხე ადგილოსნები პლეი-ოფში გადაინაცვლებენ. A ჯგუფიდან ირანი და C ჯგუფიდან იაპონია მუნდიალზე უკვე გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.06454