ფეხბურთი

2:17 | 26.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ბოლივია-ურუგვაის მატჩი ფრედ დასრულდა.

შედეგად, სატურნირო ცხრილში არგენტინა ნამდვილად ვერ ჩამოსცდება მეექვსე პოზიციას, დარჩენილი ყველა მატჩიც რომ წააგოს.

ამრიგად, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ტიტულის დაცვას ეცდება.

მასპინძლების, აშშ-ს, კანადისა და მექსიკის გარდა, არგენტინა მეოთხე ნაკრებია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან უკვე გაინაღდა მუნდიალის საგზური. მანამდე იგივე მოახერხეს იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ და ირანმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163419