ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ვინისიუსმა არგენტინასთან მარცხის (1:4) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რასაც აკეთებენ, რადგან არ სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხი მეორედ განიცადოს მას შემდეგ, რაც 2022 წელს უტიტულოდ დარჩა.
„როდესაც გასახდელში დავბრუნდით, ბევრი სალაპარაკო არ იყო. უბრალოდ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც მოედანზე გავაკეთეთ. არგენტინამ თავისი გულშემატკივრების წინაშე შესანიშნავად ითამაშა, ჩვენ კი, ძალიან ცუდად. უნდა გადავხედოთ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ცვლილებებია საჭირო, უკვე ვითამაშე მსოფლიოს ჩემპიონატზე და დავმარცხდი, არ მინდა, იგივე მეორედ მოხდეს“, - თქვა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები შესარჩევ ციკლში 21 ქულით მესამე ადგილზეა და მუნდიალზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო მაღალი კონკურენცია ელოდება, შესაბამისად, თამაშის ხარისხის გაუმჯობესება მოუწევს.