„ინტერის“ ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ისაუბრა მის მომავალზე და არ გამორიცხავს „ნერაძურისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას.
„ჩემი იდეაა კარიერა მაღალ დონეზე დავასრულო. ვითამაშო „ინტერში" მისი მიზნების შესაბამისად. დაველოდოთ სეზონის დასრულებას.
კონტრაქტის გახანგრძლივება 2027 წლამდე? რატომაც არა, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ჩემს ჯანმრთელობაზე და იმაზე, რა შემიძლია მივცე გუნდს", - ციტირებს მხითარიანის სიტყვებს ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდი.
მიმდინარე სეზონში მხითარიანმა ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.