ფეხბურთი

2:00 | 28.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ლა ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა (+VIDEO)

„ბარსელონამ“ ლა ლიგის გადადებული მატჩი გამართა „ოსასუნასთან“ და დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში გადაწყდა მატჩის ბედი, როცა ფერან ტორესმა და დანი ოლმომ გაიტანეს, ხოლო შეხვედრის მიწურულს რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა სამამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ბარსელონა“ ამ გამარჯვებით ლა ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა, 63 ქულა დააგროვა და 3 ქულით გაასწრო „რეალს“, ხოლო მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, „ჟირონასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089157