ფეხბურთი

10:45 | 28.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კუნდე: "მანქანები არ ვართ! უპატივცემულობაა რასაც ისინი აკეთებენ"

„ბარსელონამ“ ლა ლიგის გადადებული მატჩი გამართა „ოსასუნასთან“ და დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ჟულ კუნდემ ისაუბრა და განაცხადა, რომ რასაც ლა ლიგის ხელმძღვანელობა აკეთებს, ფეხბურთელების უპატივცემულობაა.

"გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დღეს ჩვენი ექიმის კარლეს დაბადების დღე იქნებოდა, ამიტომ ორმაგად მოტივირებულები ვიყავით. ჩვენ ყველანი გაბრაზებულები ვართ მატჩის თარიღზე, ასე არ უნდა ხდებოდეს, რასაც ლა ლიგა აკეთებს ჩვენი უპატივცემულობაა, ჩვენ მანქანები არ ვართ და ყოველთვის მაყურებელს ვერ მივცემთ რაც მათ უნდათ. დასვენება გვჭირდება." -განაცხადა კუნდემ.

ცნობისთვის, „ბარსელონა“ ამ გამარჯვებით ლა ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა, 63 ქულა დააგროვა და 3 ქულით გაასწრო „რეალს“, ხოლო მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, „ჟირონასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088872