„ბარსელონას,“ „იუვენტუსისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა დანი ალვეშმა შესაძლოა მიიღოს 20,000 ევრო კომპენსაციის სახით პატიმრობაში გატარებული დღეებისთვის. ამის შესახებ Marca იუწყება.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გაუპატიურების პირველი განაჩენი, ბრაზილიელს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია პატიმრობაში გატარებული 405 დღის გამო.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტისთვის ალვეში მექსიკურ კლუბ „პუმასს“ 2 მილიონ ევროსაც მოსთხოვს, რადგან ფეხბურთელის გამართლების შემთხვევაში ეს უსაფუძვლოდ ჩაითვლება.
ეგახსენებთ, რომ ალვესს ადრე 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს გაუპატიურებისთვის.







