ფეხბურთი

21:02 | 1.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "დინამო თბილისი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თამაშის ბედი ჯალენ ბლესამ გადაწყვიტა, რომელმაც 24-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და როგორც შემდგომ გაირკვა, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

„დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგას „იბერიასთან“ ერთად 11 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში „დილას“ შეხვდება, ხოლო „დინამო თბილისს“ 8 ქულა აქვს, მესამეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08388