ფეხბურთი

19:58 | 2.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

17 წლის ქართველი მცველით იტალიური და ბელგიური კლუბები დაინტერესდნენ

17 წლის ქართველი მცველი ნიკოლოზ ბოჭორიშვილი „ნაპოლის“, „ატალანტასა“ და „გენტის“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სამივე ზემოხსენებული კლუბი აკვირდება „იბერიას“ აკადემიის ფეხბურთელს და ნოემბერში, საქართველო-მოლდოვას 18-წლამდე ნაკრებების მატჩს „ნაპოლის“ სკაუტიც მის გამო დაესწრო. ბოჭორიშვილი ცენტრალური მცველია, მაგრამ მარჯვენა მცველად და საყრდენ ნახევარმცველად თამაშიც შეუძლია.

ახალგაზრდა ფეხბურთელი „იბერია 2“-ში ირიცხება, რომელიც მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103273