ფეხბურთი

12:46 | 3.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი „ევერტონთან“ მატჩზე: „რთული ბრძოლა გამოდგა“

პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩში „ლივერპულმა“ „ევერტონს“ უმასპინძლა და დიოგო ჟოტას გოლით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„ბრძოლა მძიმე გამოდგა და ამაში გასაკვირი არაფერია. მოგეხსენებათ მერსისაიდური დერბის ამბავი. „ევერტონს“ ზედიზედ ცხრა მატჩი არ წაეგო, გოლებსაც იშვითად უშვებდა კარგი დაცვის წყალობით.

მათთან თამაში ყოველთვის რთულია, თავს შესანიშნავად იცავენ და სახიფათო კონტრშეტევებით გპასუხობენ. თუმცა მოვახერხეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ,“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამ გამარჯვევის შემდეგ „ლივერპულმა“ ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. მათ ახლა 73 ქულა მოუგროვდათ და 12 პუნქტიით უსწრებენ უშუალო მდევარ „არსენალს.“

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091166