„ლივერპულის“ ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა იბრაჰიმა კონატემ გუნდის კაპიტანთან, ვირჯილ ვან დეიკთან ერთად თამაშზე ისაუბრა.
„ვიცით, რამდენად კარგია, რამდენად განსაკუთრებულია და რა გააკეთა წლების განმავლობაში ვირჯილმა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. უამრავი რჩევა მომცა, როცა კლუბში მოვედი. თუმცა, როგორც ვთქვი, ერთ დღესაც მასზე უკეთესი ვიქნები. ამის მისაღწევად ყოველდღე ბევრს ვმუშაობ.
რამდენჯერ შემეძლო მიმეღო „მატჩის საუკეთესო მთამაშის“ პრიზი, მაგრამ ხალხს ჰგონია, მხოლოდ ვირჯილი თამაშობს. არა, მეც მშვენიერი თამაშები მქონდა.“ - ციტირებს კონატეს სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ 30 ტურის შემდეგ „ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.