ფეხბურთი

21:05 | 3.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო შეიძლება 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შესაძლოა 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელ ოკან ბურუკს ხელი ცხვირში წაავლო, რის შემდგომაც თურქი მწვრთნელი ძირს დაეცა. ახლა მოურინიო სასჯელს ელოდება. ინციდენტი შეიძლება შეფასდეს, როგორც არასპორტული ქცევა, ამ შემთხვევაში კი, მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ელოდება.

აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიო ცოტა ხნის წინ რასისტული განცხადების გამო ოთხი მატჩით იყო დისკვალიფიცირებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175002