ბელგრადში გამართულ UEFA-ს 49-ე კონგრესზე, Fifa-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსეთის საკითხს შეეხო და იმედი დაიტოვა, რომ რუსეთის კლუბები და ნაკრები დიდ საფეხბურთო სამყაროს მალე დაუბრუნდებიან.
"უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი კარგადაა. იმედი მაქვს, რუსეთის ნაკრები და კლუბები დიდ საერთაშორისო ტურნირებს მალე დაუბრუნდებიან. ფეხბურთი ყველასია და ჩვენ ვცდილობთ, ის ხალხისა და ქვეყნების გასაერთიანებლად გამოვიყენოთ" - თქვა ინფანტინომ.
ცნობისთვის, რუსულ კლუბებსა და ნაკრებს 2022 წლის თებერვლის შემდეგ აქვთ აკრძალული საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.