ფეხბურთი

23:51 | 4.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "ტრებლზე ფიქრი მშვენიერია, მაგრამ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ ტრებლის მოგებაზე ფიქრი მშვენიერია. თუმცა, გერმანელი სპეციალისტი კონცენტრაციას ითხოვს:

„ტრებლზე ოცნება? არ ვიცი, რაზე ოცნებობს ლაპორტა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მას კარგი ოცნებები აქვს. მე მსურს თამაშების მოგება, ჩვენი მიზანია, სეზონში კიდევ 15 მატჩი ჩავატაროთ. თუ მოვახერხებთ, ეს ნიშნავს, რომ საოცარი სეზონი გვქონდა. ტრებლზე ფიქრი მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ ოცნებებზე ვერ ვკონცენტრირდებით. ფეხბურთელების თვითშეფასება მაღალია, მაგრამ ჩემი ამოცანაა, დავრწმუნდე, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ყველა მატჩში. ყველაფრისთვის ვიბრძვით, გვჯერა და ფეხბურთელებისგან მხარდაჭერაც არის, მაგრამ მეტია საჭირო: ფანებიც გვჭირდება. თუმცა, კონცენტრირებული უნდა დავრჩეთ“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგას ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ესპანეთის თასის ფინალშია.

0.091278