სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:28 | 5.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირის ანტმანი: "მეტოქეს სამი საჩუქარი გავუკეთეთ, ასეთი დაწყების შემდეგ თამაშში დაბრუნება ძალიან რთულია"

საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურში მალტასთან 2:3 დამარცხდა.

პირველ ტაიმში სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში საქართველომ ორი ბურთი გაქვითა, თუმცა თამაში ვერ გადაარჩინა. მატჩი მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ფეხბურთელმა ნათია დანელიამ შეაფასეს:

ირის ანტმანი: „სამწუხაროდ, თამაში მხოლოდ მეორე ტაიმში დავიწყეთ. პირველ ტაიმში მეტოქეს სამი საჩუქარი გავუკეთეთ და შესაბამისად, გოლებიც გავუშვით. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა თავისი შესაძლებლობები გამოავლინეს, მომენტებიც შევქმენით და მოგებაც კი შეგვეძლო. თუმცა, ფეხბურთი ასეთია, როდესაც მატჩს კარგად არ იწყებ, თამაშში დაბრუნება ძალიან რთულია. იმედი მაქვს, რომ მეორე მატჩში ფეხბურთელები უფრო მეტად გამოავლენენ ხასიათს პირველივე წუთიდან და სტუმრად შევძლებთ მოგებას“.

ნათია დანელია: „პირველ ტაიმში კონცენტრაცია დაგვაკლდა, რის შედეგადაც სამი გოლი გავუშვით. ვფიქრობ, მეორე ტაიმი განსხვავებული და ბევრად უკეთესი იყო. ამ მეორე ტაიმის შემდეგ იმედი მაქვს, რომ მალტაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ქალთა ნაკრები 8 აპრილს, მალტის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097082