„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გახდა და ისტორიაში მე-13-ედ მოიპოვა ეს ტიტული.
ტიტულის მოგების შემდეგ პარიზული გუნდის მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ კომენტარი გააკეთა:
"ვულოცავ მთელ გუნდს, პერსონალს, ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს მიზნები. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ოთხშაბათს გვაქვს პირველი მიზანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სეზონის ბოლომდე ყველა მატჩი მოვიგოთ. ლიგა 1-ის მოგებას შეუძლია მოგვცეს ძალა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, წინ წავიწიოთ და გავაკეთოთ სხვა საქმეები. ეს მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს, უნდა ვეცადოთ ყველაფერი მოვიგოთ, რისი მოგებაც შეგვიძლია“, - თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ში 74 ქულა აქვს (23 მოგება, 5 ფრე) და დაუმარცხებელია. ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონი უკვე გახდა, მაგრამ დარჩენილ 6 ტურში კიდევ ერთი მიზანი ექნება: ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულოს, რაც ალბათ, არც უნდა გაუჭირდეს. გარდა ამისა, პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში (მეტოქე "რეიმსი") და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული (მეტოქე "ასტონ ვილა").









