„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გახდა და ისტორიაში მე-13-ედ მოიპოვა ეს ტიტული.
ტრიუმფის შემდეგ პარიზელთა კაპიტანმა მარკინიოსმა ისაუბრა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონი უკვე მეათედ გახდა:
"ეს წარმოუდგენელი განცდაა. ჩემი მეათე ტიტულია, ეს ჩემთვის რეკორდია. ვიცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ აპრილში გამარჯვება არც ისე ამაღელვებელია, მაგრამ ვფიქრობ, ვიცით, რაც გავაკეთეთ სეზონის განმავლობაში ამისთვის, რა ძალისხმევა გავიღეთ და ეს ყველაფერი დაგვიფასდა. აქ მქონდა ორი სეზონი, როცა ტიტული ვერ მოვიგე, ამიტომ, უნდა ვიზეიმოთ, რადგან ტიტული ყოველთვის კარგია, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ“, - თქვა მარკინიოსმა.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ში 74 ქულა აქვს (23 მოგება, 5 ფრე) და დაუმარცხებელია. ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონი უკვე გახდა, მაგრამ დარჩენილ 6 ტურში კიდევ ერთი მიზანი ექნება: ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულოს, რაც ალბათ, არც უნდა გაუჭირდეს. გარდა ამისა, პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში (მეტოქე "რეიმსი") და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული (მეტოქე "ასტონ ვილა").






