ფეხბურთი

17:08 | 6.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი რონალდოს გაუთანაბრდა და "რეალის" ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელია

ვინისიუსმა „ვალენსიასთან“ პენალტი გიორგი მამარდაშვილს ვერ გაუტანა, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშიდან მაინც დალაშქრა მეტოქის კარი და „რეალის“ მაისურით 104-ე გოლი გაიტანა.

ის გაუთანაბრდა რონალდოს და „სამეფო კლუბის“ ისტორიაში ბრაზილიელებს შორის მათზე მეტი გოლი არავის გაუტანია. ვინისიუსმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. დიდი პატივია იმდენი გოლის გატანა „რეალში“, რამდენიც ჩემმა კუმირმა გაიტანა და ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი გავხდი. აქ მოვედი, როგორც მოზარდი და მან მასწავლა, როგორ უნდა გამეტანა გოლები“, - თქვა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ „რეალში“ 2002-2007 წლებში 104 გოლი 177 მატჩში გაიტანა, ხოლო ვინისიუსს ამავე შედეგის საჩვენებლად 2019 წლიდან დღემდე 308 თამაში დასჭირდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088311