ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში მანჩესტერული დერბი შედგა, რომელიც ძალიან მოსაწყენი გამოდგა.
საგოლე მომენტებიც ბევრი არ ყოფილა, თითქოს, ორივე გუნდი თანახმა იყო ფრეზე. „მანჩესტერის“ გადმოსახედიდან ეს გასაგებია, პრემიერლიგაში მიზანი არ აქვს, მთლიანად ევროპა ლიგაზეა გადართული და შეიძლება უკვე „ლიონთან“ მატჩზეც ფიქრობდა, მაგრამ „სიტის“ პასიურობა უფრო გასაკვირია. საბოლოოდ, ლოგიკური და სამართლიანი - 0:0.
„მანჩესტერ სიტი“ 52 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ 38 ქულით მე-13 საფეხურზეა და მომდევნო ტურში „ნიუკასლს“ სტუმრად დაუპირისპირდება.





