ფეხბურთი

17:48 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "მირჩევნია, "რეალში" ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ვიდრე ოქროს ბურთი"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ურჩევნია „რეალში“ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ვიდრე ოქროს ბურთი:

„ხალხს ჩემპიონთა ლიგის საღამოები უყვარს. ჩემპიონთა ლიგა თუ ოქროს ბურთი? მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ისტორიაა. ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა, მე ჩემპიონთა ლიგას ვირჩევ. მინდა, „რეალში“ ტიტულები მოვიგო, ეპოქის დასაწერად.

აქ თამაშზე ყოველდღე ვოცნებობდი. ზიდანი ჩემი კერპი იყო, მისი წყალობით დავიწყე „რეალის“ გულშემატკივრობა. ამ კლუბს ისეთი აურა აქვს, როგორიც სხვებს არ აქვთ, ის მსოფლიოში საუკეთესოა. მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ „რეალში“ გადავიდა, ყველა მატჩს ვუყურებდი. ის ჩემი კიდევ ერთი კუმირი იყო. მქონდა ეს ოცნება, რომელიც ახლა რეალობაა“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ მადრიდის „რეალის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 47 მატჩში 33 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162826