სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის ფინალში გივი მაჭარაშვილი გავიდა. კიდევ ოთხ ქართველს ბრინჯაოს შანსი აქვს.
97 კგ წონით კატეგორიაში მაჭარაშვილმა პოლონელი რადოსლავ ბარანი (11:0) და უნგრელი რიჩარდ ვეგი (10:0) დაამარცხა, ხვალ ფინალში ოქროსთვის იჭიდავებს.
65 კგ წონით კატეგორიაში გოგა ოთინაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. მან ესპანელი კარლოს ალვარეს იგლესიასი (12:2) და თურქი კაბარ დუიუმი (9:0) დაამარცხა, ნახევარფინალში რუს იბრაგიმ იბრაგიმოვთან 0:11 წააგო, ხოლო ბრინჯაოსთვის მისი მეტოქე ხვალ გაირკვევა.
70 კგ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ 9:0 სძლია თურქ ჰაიდარ იავუზს, შემდეგ ნახევარფინალში 1:3 წააგო სომეხ არმან ადნრეასიანთან და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
57 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს რობერტ დინგაშვილს, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ მისი მძლეველი ფინალშია, რეპეშაჟში კი, ქართველი გერმანელ ნიკლას სტეხელეს შეხვდება.
79 კგ წონით კატეგორიაში პირველივე წრეში დამარცხდა ვლადიმერ გამყრელიძე, მაგრამ მისი დამმარცხებელი ფინალში გავიდა და ის რეპეშაჟში გაიყოლა, რომლის პირველ წრეში უკრაინელ ვასილ მიხაილოვს შეხვდება.