„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა დეზირე დუემ ჩემპიონთა ლიგაზე ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მეოთხედფინალში შემთხვევით ვერავინ გადის, შესაბამისად, „ასტონ ვილა“ ძლიერი გუნდია და მატჩს სერიოზულად უდგებიან:
„ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ. ყოველდღე ვცდილობ გავაუმჯობესო, ფეხბურთელები ძალიან მეხმარებიან, მწვრთნელებიც, ახლა კარგ ფორმაში ვარ და ასე უნდა გავაგრძელო.
ვისაუბრეთ მარკინიოსის არყოფნაზე, მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს ყველა პოზიციაზე. მარკი მოედანზე არ იქნება, მაგრამ იქნება გუნდთან ერთად და რჩევებს მოგვცემს, რაც მნიშვნელოვანია?
დიბუ მარტინესი? მეკარეა, როგორც სხვები, არაფერი განსხვავებული. მის წინააღმდეგ ჯერ არ მითამაშია. მიზანი იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გავუტანოთ. როდესაც მეოთხედფინალში ხარ, ეს შემთხვევითობა არ არის. თუ „ასტონ ვილა“ აქ არის, იმიტომ, რომ დაიმსახურა. ამ მატჩს დიდი სერიოზულობით ვეკიდებით და გამარჯვება გვინდა. ჩემი აზრით, ამ სეზონში ბევრი გამორჩეული მომენტი გვქონდა, მაგრამ საუკეთესო მაინც „ლივერპულთან“ გამარჯვება იყო“, - თქვა დუემ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.