ფეხბურთი

22:15 | 8.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: "თუ მწვრთნელი ძირითადში ტერ შტეგენს დააბრუნებს, ჩემთვის ეს პრობლემა არ იქნება"

„ბარსელონას“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ თუ ჰანსი ფლიკი გადაწყვეტს, კარში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დაბრუნებას, მისთვის გასაგები და ნორმალური გადაწყვეტილება იქნება.

მოგეხსენებათ, გერმანელმა მეკარემ მძიმე ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელება მოასწრო და სულ მალე სათამაშოდაც მზად იქნება. თავის მხრივ, შჩესნი მას შესანიშნავად ანაცვლებს:

„მინდა გუნდს დავეხმარო და მოედანზე მაქსიმუმი გავიღო, მაგრამ თუ მწვრთნელი რაღაც მომენტში გადაწყვეტს, რომ კაპიტანი დაბრუნდა და კარში უნდა ჩადგეს, ჩემთვის სრულიად ნორმალური და გასაგები სიტუაცია იქნება. მე აქ მარკის შესაცვლელად მოვედი და არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, თუ მარკი უბრალოდ დაბრუნდება და თავის ადგილს დაიკავებს“, - აღნიშნა პოლონელმა.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნის კარიერა დასრულებული ჰქონდა, როცა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაშავდა და „ბარსელონა“ მას დაუკავშირდა, რის გამოც პოლონელმა მეკარე კარიერა განაახლა. შჩესნიმ „ბარსელონაში“ დღემდე 20 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093444