ზაგრების „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფაბიო კანავარო დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
კანავარომ ხორვატიული კლუბი გასული წლის 29 დეკემბერს ჩაიბარა, მაგრამ განსაკუთრებულ შედეგებს ვერ მიაღწია და დაითხოვეს. „დინამოს“ მან სულ 14 მატჩში უხელმძღვანელა, სტატისტიკა არასახარბიელოა - 7 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება.
ფაბიო კანავაროს აქამდე „გუანჟოუ ევერგრანდეში“, „ალ-ნასრში“, „ტიანჯინში“, ჩინეთის ნაკრებში, „ბენევენტოსა“ და „უდინეზეში“ აქვს ნამუშევარი.
„დინამო ზაგრები“ ხორვატიის ჩემპიონატში 46 ქულით მხოლოდ მესამე ადგილზეა და სპლიტის „ჰაიდუკს“ 8 ქულით ჩამორჩება.









