ფეხბურთი

1:12 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "დორტმუნდი" გაანადგურა და თითქმის ნახევარფინალშია

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური პრაქტიკულად პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ მოიპოვა.

ჰანსი ფლიკის გუნდი „დორტმუნდთან“ ფავორიტი იყო, მაგრამ გერმანულ გუნდს ისე აჯობა, რომ ამას მაინც ბევრი ვერ წარმოიდგენდა.

„ბარსელონამ“ მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა, მეტიც შეეძლო, მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინა. პირველ ტაიმში რაფინიამ გახსნა ანგარიში, მეორე ნახევარში რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა დუბლი და თავისი ყოფილი გუნდი დაამწუხრა, ხოლო წერტილი ლამინ იამალმა დასვა.

კლასში დიდი სხვაობა იგრძნობოდა, „ბარსელონა“ თითქმის ნახევარფინალში, საპასუხო მატჩი კი, ფორმალობად იქცა.

„ბარსელონა“ - „დორტმუნდი“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 რაფინია (25), 2:0 ლევანდოვსკი (48), 3:0 ლევანდოვსკი (66), 4:0 იამალი (77)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10149