NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ბოსტონ სელტიქსი“ 96:76 დაამარცხა. მასპინძლებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.
გოგა ბითაძემ 20 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.
საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 23 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. შედეგიანი თამაში ჰქონდა პაოლო ბანკეროსაც, რომლის აქტივში 15 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასია.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 40 მოგებით და 40 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 აპრილს, „ინდიანას“ ესტუმრება.