„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „დორტმუნდთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა პრაქტიკულად გაინაღდეს ნახევარფინალის საგზური, გერმანელი სპეციალისტი ითხოვს, რომ მიწაზე დარჩნენ:
„ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისე ვითამაშეთ, როგორც ვიცით. როდესაც ასეთ სტილში ვთამაშობთ, გოლებს ვიტანთ. მიწაზე ფეხებით უნდა დავრჩეთ, კიდევ ერთი თამაში სათამაშო გვაქვს.
ყველა ფეხბურთელის გამო ბედნიერი ვარ, ისინი დიდი პროფესიონალები არიან, კარგად ვარჯიშობენ და კარგად თამაშობენ. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც მიაღწიეს ამ დონეს“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდისა“ და „ბარსელონას“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს გაიმართება.







