საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „გაგრამ“ უშუალო კონკურენტი „გარეჯი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩი დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 86-ე წუთზე „გაგრას“ ბრაზილიელმა მცველმა ვანდერსონ სილვამ დალაშქრა მეტოქის კარი და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„გაგრამ“ 7 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში „თელავს“ ეთამაშება, ხოლო „გარეჯი“ 4 ქულით ბოლო საფეხურზეა და გორის „დილას“ შეხვდება.






