ჭიდაობა

19:37 | 11.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს რამაზ ზოიძე ფინალში გავიდა.

77 კგ წონით კატეგორიაში ზოიძემ ფინალამდე ესპანელი მარკოს სანჩეს სილვა მეხიასი (7:1), ჩეხი მიხალ ჟელენკა, თურქი აჰმეთ ილმაზი (10:1) და შვედი პერ ალბინ ოლოფსონი (10:2) დაამარცხა, ხოლო ხვალ ფინალში სომეხ მალხას ამოიანს შეხვდება.

55 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ვახტანგ ლოლუა, რომელიც მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა, მაგრამ ის ფინალში გავიდა და ქართველს მედლის შანსი აქვს.

უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ბექა გურულმა (63 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) და სულხან ბუიძემ (130 კგ).

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი უკვე გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველომ 5 მედალი მოიპოვა - ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095854