კალათბურთი

12:12 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის შედეგიანი 22 წუთი "ინდიანასთან"

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად „ინდიანა პეისერსი“ 129:115 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. ამრიგად, ყოფილ გუნდთან გოგას საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა.

„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 მოგებით და 40 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 13 აპრილს, სტუმრად „ატლანტასთან“ გამართავს.

0.090109