ფეხბურთი

14:31 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენის შემდეგ პირველი ნიდერლანდელი: რეინდერსის მიღწევა "მილანში"

„მილანის“ ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსი მარკო ვან ბასტენის შემდეგ პირველი ნიდერლანდელია, რომელმაც „როსონერის“ მაისურით სერია A-ს ერთ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.

რეინდერსმა ამ ნიშნულს გუშინ, „უდინეზესთან“ გოლით მიაღწია და სერია A-ს ამ სეზონში თავი მეათედ გამოიჩინა. როგორც გაირკვა, „მილანში“ ორნიშნა რაოდენობის გოლები მხოლოდ სერია A-ს ეგიდით ბოლოს ვან ბასტენმა გაიტანა (5 სეზონი).

მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ „მილანში“ ისეთ ნიდერლანდელ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც რუუდ გულიტი, პატრიკ კლუივერტი და კლარენს ზეედორფი არიან, მათ სერია A-ს ერთ სეზონში 10 გოლი არასდროს გაუტანიათ.

ზოგადად, ტიჯანი რეინდერსს შესანიშნავი სეზონი აქვს, ყველა ტურნირზე უკვე 14 გოლი გაიტანა - 10 სერია A-ში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 იტალიის თასზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09526