ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „კრისტალ პალასი“ 5:2 გაანადგურა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
არადა, „სიტისთვის“ თამაში ძალიან ცუდად დაიწყო: ებერეჩი ეზესა და კრის რიჩარდის გოლებით „კრისტალ პალასი“ 21-ე წუთზე 2:0 დაწინაურდა. შემდეგ ეზემ მესამეც გაიტანა, მაგრამ „სიტის“ საბედნიეროდ თამაშგარე იყო.
33-ე წუთიდან კი, პეპ გვარდიოლას გუნდმა დაქამბექება დაიწყო, რაშიც კევინ დე ბრუინის დიდი წვლილია. სწორედ მან შეამცირა სხვაობა. სამ წუთში ომარ მარმუშმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში მასპინძლებმა მეტოქეს კიდე 3 გოლი გაუტანეს, რომლებიც კოვაჩიჩის, მაკტის და ორილის აქტივშია. ამრიგად, „ქალაქელებმა“ 0:2-დან 5:2 მოიგეს.
„მანჩესტერ სიტი“ 55 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, სტუმრად 19 აპრილს, „ევერტონს“ შეხვდება.