ფეხბურთი

15:13 | 13.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონთან" შეცდომების შემდეგ ონანა "ნიუკასლთან" მატჩის განაცხადშიც არაა

„ლიონთან“ დაშვებული უხეში შეცდომების შემდეგ ანდრე ონანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ განაცხადშიც არაა „ნიუკასლთან“ მატჩში.

ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა გადაწყვიტა, რომ კამერუნელი მეკარე დაასვენოს, რათა მან პირველ რიგში მენტალური ენერგია აღიდგინოს.

გავრცელებული ცნობით, ონანა ჯერ კიდევ ტრავმირებულია მისი ცოლია, მელანი კამაიუსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელსაც თავს ქურდი დაესხა, რომელმაც როლექსის საათი, ჩანთა და ფული წაართვა.

ამიტომაც, ონანა ჯერ ფეხბურთზე სრულად კონცენტრირებას როგორც ჩანს, ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „მანჩესტერის“ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ფრანგების ორივე გოლი დიდწილად ონანას დამსახურება იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100572