ფეხბურთი

9:29 | 14.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "ჩვეულებრივ, მარცხენა ფეხით ასეთი მანძილიდან არ ვურტყამ, მაგრამ გამიმართლა"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „ზალცბურგთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა.

ქართველი ნახევარმცველი მატჩის გმირი იყო, რადგან დუბლი შეასრულა და ერთი ძალიან ლამაზი გოლი გამოუვიდა, რაზეც თქვა, რომ გაუმართლა:

„ბურთი ჩემკენ წამოვიდა, უბრალოდ ვცადე და გავიფიქრე: „სადაც წავა, იქ წავა“ და ბურთი პირდაპირ ზედა კუთხეში წავიდა. ჩემი მარცხენა ფეხი არც ისე ცუდია, მაგრამ ჩვეულებრივ, ასეთი მანძილიდან დარტყმას არ ვცდილობ. ვარჯიშებზე ეს ხანდახან გამიკეთებია, მაგრამ არ მეგონა, რომ ბურთი კარში შევიდოდა, ცოტა გამიმართლა. ბუცების გამოცვლა შესვენებაზე? შეიძლება ეს იღბლიანი ბუცებია, შემდეგში ისევ ჩავიცვამ.

ბოლო 25 წუთის განმავლობაში ჩვენი დაცვა წარმოუდგენელი იყო. თუ ყოველ თამაშში ასე ვითამაშებთ, დარწმუნებული ვარ, პირველ ადგილზე გავალთ“, - თქვა ოთარმა.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილმა „ზალცბურგთან“ დუბლი შეასრულა და „შტურმს“ მოაგებინა. კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით 12 გოლი აქვს გატანილი, 11 ჩემპიონატში და 1 ჩემპიონთა ლიგაზე. ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია, ასევე 12 გოლი 2018 წელს ჰქონდა, როცა „დინამო თბილისის“ მაისურით შეძლო 12-ჯერ თავის გამოჩენა, ხოლო ავსტრიულ კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი აქვს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფს 30 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 20 აპრილს, „ლინცს“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094128