ფეხბურთი

10:26 | 14.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: "ასე არასდროს ყოფილა, თითქოს ფეხბურთელები ამბობდნენ, გთხოვ, მეოთხე გოლი არ გაიტანოთ"

გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა Einfach mal Luppen-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "რეალი" 3:0 დაამარცხა.

"როცა რეალში ვთამაშობდი, იყო მატჩები, სადაც ვმარცხდებოდით, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი მომენტს, როცა ჩვენ აუცილებლად გავიტანდით გოლს. სამწუხაროდ ეს არსენალთან შეხვედრაში არ იგრძნობოდა, თითქოს ფეხბურთელები სხეულის ენით ამბობდნენ, გთხოვ მეოთხე გოლი აღარ გაიტანოთ."

"შემდეგ ეტაპზე გასვლა რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. განმეორებით მატჩში დიდ გავლენას ემოციური ფაქტორი იქონიებს. მნიშვნელოვანი იქნება პირველი 15 წუთი, რადგან არსენალის ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა, მათ საკმარისი გამოცდილება არ აქვთ." - განაცხადა ტონი კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "არსენალის" განმეორებითი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 16 აპრილს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული კი, ნახევარფინალში პსჟ - "ასტონ ვილას" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096446