სხვა

11:40 | 14.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

დენა უაითი: "ილია თოფურია ორგანიზაციის ერთ-ერთი ვარსკვლავია"

UFC-314 ის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ,ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, სადაც მას ერთ-ერთი კითხვა ილია თოფურიას შესახებ დაუსვეს.

"ილია თოფურია ორგანიზაციის ერთ-ერთი ვარსკვლავია, მუშაობას ვაგრძელებთ. გადაწყვეტილი რამე რომ იყოს, აუცილებლად გამოვაცხადებდით." - განაცხადა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი დათმო და ზედა წონაში გადაინაცვლა, სადაც მომავალი ჩხუბის ჩანიშვნას ელოდება. როგორც "ლეგენდამ" განაცხადა, UFC-ი მას საჩემპიონო ორთაბრძოლას დაჰპირდა და ამ პირობის შესრულების იმედი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094238