ფეხბურთი

19:55 | 14.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

რაბიო "მარსელის" კრიზისზე: "თუ ვილაპარაკებ, სიგიჟეებს ვიტყვი"

მარსელის „ოლიმპიკი“ კრიზისშია, ლიგა 1-ში ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და თუ მანამდე მეორე ადგილზე მშვიდად იყო, ახლა სიტუაცია შეიცვალა.

უშუალო კონკურენტ „მონაკოსთან“ 0:3 წაგების შემდეგ ჟურნალისტებმა ადრიენ რაბიოს კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რაზეც ფრანგი ნახევარმცველისგან უცნაური პასუხი მიიღეს:

„თუ ვილაპარაკებ, სიგიჟეებს ვიტყვი“, - თქვა მოკლედ რაბიომ და სხვა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„მარსელი“ ლიგა 1-ში 29 ტურის შემდეგ 52 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს „ლიონს“, ორი ქულით - „ლილს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08787