ფეხბურთი

20:00 | 15.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიელი ვეტერანი ფეხბურთელი: "ავსტრიის ჩემპიონატში ორი საუკეთესო ფეხბურთელია, ერთი კიტეიშვილია"

ავსტრიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეას ჰერცოგმა განაცხადა, რომ ავსტრიის ბუნდესლიგაში ამჟამად ორი საუკეთესო ფეხბურთელია - ოთარ კიტეიშვილი და ოსკარ გლუხი.

მან „ზალცბურგი“ – „შტურმის“ მატჩი (1:2), რომელშიც ქართველმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა, ასე შეაფასა:

„ზალცბურგი“ 1:0-ს იგებდა, მეორე ტაიმში რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდა და უცებ ოთარ კიტეიშვილი გამოჩნდა, ეს იყო სხვაობა ამ თამაშში. ავსტრიის ჩემპიონატში ორი საუკეთესო ფეხბურთელია: ოსკარ გლუხი „ზალცბურგიდან“ და ოთარ კიტეიშვილი „შტურმიდან“. გლუხმა ამ მატჩში ვერ ითამაშა და მატჩის ბედი კიტეიშვილმა გადაწყვიტა. ვფიქრობ, საჩემპიონო ბრძოლა „შტურმსა“ და „ზალცბურგს“ შორის იქნება, მაგრამ „ზალცბურგს“ შეტევაში პრობლემები აქვს, რის გამოც გაუჭირდება ჩაკეტილი თამაშების მოგება, ამიტომაც, 5-ქულიანი უპირატესობა აშკარა „შტურმის“ სასარგებლოდ მეტყველებს“, - თქვა ჰერცოგმა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეას ჰერცოგს ბრემენის „ვერდერში“, „ბაიერნში“, „რაპიდსა“ და „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ უთამაშია, ხოლო ავსტრიის ნაკრებში 103 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168517