მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.
ინგლისელ ფორვარდს სჯერა, რომ საკუთარ მოედანზე წაგების (1:2) მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლიათ.
„დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია სიტუაციის გამოსწორება. პირველ მატჩში საკმარისი შანსები გვქონდა სასტარტო პოზიციის გასაუმჯობესებლად. უნდა ვეცადოთ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე პირველ მატჩში, განსაკუთრებით, საგოლე მომენტების რეალიზაციის მხრივ.
„ინტერს“ ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მათ პრობლემები შეგვიქმნეს, განსაკუთრებით კონტრშეტევებზე. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მხოლოდ საუკეთესო გუნდები გადიან, კიდევ ერთ დაძაბულ მატჩს ველით.
სხვადასხვა ტურნირზე ბევრჯერ მითამაშია მეოთხედფინალში და ყოველთვის ვცდილობდი, მოედანზე მისაბაძი მაგალითი, ლიდერი ვყოფილიყავი. გუნდს დიდი გამოცდილება აქვს და გვსურს, ასეთ თამაშებში ვაჩვენოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. სწორი მენტალიტეტი გვჭირდება“, - თქვა კეინმა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.