ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (3:2) და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, უნდა იამაყონ იმით, რაც გააკეთეს. ესპანელმა ფანებს მადლობა გადაუხადა:
„ძალიან ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ. ამ დონისთვის მიღწევა საუკეთესო ნაბიჯია იქამდე მისასვლელად, სადამდეც მისვლა „ასტონ ვილას“ სურს. პირველ მატჩშიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არა საკმარისად. დღეს კიდევ უფრო უკეთესები ვიყავით და ქამბექთანაც ახლოს ვიყავით. საგოლე მომენტების რეალიზაციის მხრივ ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს.
გულშემატკივარი ფანტასტიკური იყო, ისინი სიამოვნებას იღებდნენ და ენერგიას გადმოგვცემდნენ, 0:2-ის მიუხედავად იგივე განწყობა შევინარჩუნეთ. თუმცა, რაღაც ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელი გვაქვს.
ვაშენებთ გუნდს, ახალ სტრუქტურას და ვზრდით ჩვენს მოთხოვნებს, სტანდარტებს. გვინდა, რომ ევროტურნირებზე სტაბილურად კარგად გამოვიდეთ. შარშან კონფერენს ლიგაზე ვიყავით და ნახევარფინალში გავედით, წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ვითამაშეთ. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე რთული გამოწვევაა, მაგრამ სწორედ აქ გვსურს თამაში, ეს არის ჩვენი მიზანი და პრემიერლიგაში ბოლო ექვს მატჩს სწორედ ამისთვის ვითამაშებთ“, - თქვა ემერიმ.
შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილამ“ ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე 1982-1983 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშა, ხოლო პსჟ-სთან ორი მატჩის ჯამში 4:5 დამარცხდა.







