კალათბურთი

9:33 | 16.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე და "ორლანდო" NBA-ს პლეი-ოფში ითამაშებენ

დღეს, გამთენიისას გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" პლე-ინის მატჩში "ატლანტა ჰოუქსი" დამაჯერებლად 120:95 დაამარცხა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნულ მატჩში მხოლოდ 3:52 წუთი ითამაშა, რა დროშიც გოგას მონაგარი 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაა.

"ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო ტრეი იანგი გახდა, რომლის ანგარიშზეც 28 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა, რაც შეეხება გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ფრანც ვაგნერს, მან 13 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.

ცნობისთვის, გოგა ბითაძისა და "ორლანდოს" მეტოქე პლეი-ოფში "ბოსტონი სელტიკსი" იქნება და მათი პირველი შეხვედრა 20 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094048