საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა ანტუან გრიზმანმა მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მატეო მერეტო იტყობინება 34 წლის ფრანგი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. წყაროს ცნობით მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის ყველა საკითხზე მიღწეულია.
გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ გრიზმანს "ატლეტიკოს" დატოვება მიმდინარე სეზონის დასრულების მერე სურდა.
ანტუან გრიზმანს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 16 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.






