ფეხბურთი

2:45 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "ის გავაკეთეთ, რაც "ბაიერნის" დასამარცხებლად ერთადერთი გზა იყო"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ბაიერნთან“ მატჩისა (2:2) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„შესანიშნავი საღამო იყო, ჩვენს სტადიონზე, ყველაფერი გავიღეთ, რაც გვქონდა. ბიჭები შესანიშნავები იყვნენ, ამ გამარჯვებას მთელ „ინტერს“ ვუზიარებთ, ვინც მასთან დაკავშირებულია. წინ მივდივართ ამ გრძელ სეზონში.

ეს ტურნირი კიდევ უფრო დიდ კმაყოფილებას იძლევა, რადგან მოედანზე გადამწყვეტი კლუბის ბიუჯეტი არაა. „ბაიერნს“ ინტენსივობა არასდროს დაუგდია, მაგრამ ჩვენც პასუხი გავეცით. ძალიან კარგად ვიმუშავეთ, დავეხმარეთ ერთმანეთს და გავწირეთ თავი გუნდისთვის, რაც ერთადერთი გზაა ისეთი გუნდის დასამარცხებლად, როგორიც მიუნხენის "ბაიერნია”, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ბოლო სამ სეზონში მეორედ გავიდა ნახევარფინალში, სადაც „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098887