ფეხბურთი

19:19 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" კვარაცხელიას შემცვლელად ბრაზილიელი გარემარბის ვარიანტი მოსწონთ

„ნაპოლი“ როტერდამის „ფეიენოორდის“ გარემარბით, იგორ პაიშაოთი დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ნეაპოლელები ზაფხულში სწორედ მას განიხილავენ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად, რომელიც იანვარში დაკარგეს, მაგრამ მაშინ მისი შეცვლა სათანადოდ ვერ მოახერხეს. „აძურის“ სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას 24 წლის ბრაზილიელი ძალიან მოსწონს.

იგორ პაიშაო „ფეიენოორდში“ 2022 წლიდან თამაშობს და 120 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09361