მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუსმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ აქვთ ტიტულების მოგების შანსი და ახლა აქცენტი სწორედ სხვა მიზნებზე უნდა გააკეთონ.
„რეალი“, როგორც ყოველთვის დაბრუნდება. მადლობა მხარდაჭერისთვის. სეზონის ბოლო კვირებში ერთად უნდა ვიყოთ. ჯერ კიდევ არის ტიტულები, რომელთა მოგება შეგვიძლია. ყოველთვის ამ გუნდთან, ამ კლუბთან ერთად ბოლომდე, ჰალა მადრიდ! ვულოცავ „არსენალს“, - დაწერა ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „რეალს“ ლა ლიგის, ესპანეთის თასის და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შანსი აქვს.