ფეხბურთი

21:39 | 18.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო "რეალზე": "ამაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არაა"

„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალში“ მის შესაძლო დანიშვნაზე საუბარი არ ისურვა.

როგორც ესპანელმა აღნიშნა, ის სეზონზე ფიქრობს და მომავალზე სასაუბროდ ახლა კარგი დრო არაა:

„უბრალოდ უნდა ვიფიქრო, რომ მოვამზადოთ „ლაიფციგთან“ მატჩი. არ არის შესაფერისი მომენტი მომავალზე სასაუბროდ, რადგან სეზონის მნიშვნელოვან ფაზაში ვართ და გვინდა, კონცენტრირებული დავრჩეთ. ამიტომ, არ მინდა, სპეკულაციებსა და მომავალზე საუბარი“, - თქვა ჩაბი ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს მადრიდის „რეალს“ აქტიურად უკავშირებენ და ვრცელდება ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტის სწორედ ესპანელი შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.073954