ფეხბურთი

11:00 | 19.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

უფრო მეტი გოლი, ვიდრე თამაში: გიოკერეშის მორიგი ჰეთ-თრიქი და დაუჯერებელი სეზონი

პორტუგალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში ლისაბონის „სპორტინგმა“ „მორეირენსე“ ვიქტორ გიოკერეშის ჰეთ-თრიქით 3:1 დაამარცხა.

26 წლის შვედ ფორვარდს ისევ საოცარი სეზონი აქვს და ამ დროისთვის, ყველა ტურნირზე უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე მატჩი ჩაატარა - 47 გოლი 46 მატჩში!

გიოკერეშის გოლების რაოდენობა ასე ნაწილდება: პორტუგალიის ჩემპიონატში 29 თამაში და 34 გოლი, პორტუგალიის თასებზე 9 მატჩი და 7 გოლი, ჩემპიონთა ლიგაზე 8 შეხვედრა და 6 გოლი.

რა თქმა უნდა, 34 გოლით გიოკერეში ლიდერობს პორტუგალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას, მაგალითად, უახლოეს მდევარ სამუ ომოროდიონს (პორტუ) მხოლოდ 16 გოლი აქვს გატანილი...

ზოგადად, შვედი მეორე სეზონია, რაც „სპორტინგში“ თამაშობს და დაუჯერებელი სტატისტიკა აქვს - 96 თამაშში 91 გოლი!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096005