ფეხბურთი

14:38 | 19.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ორი თვე ვერ ითამაშებს

„სანტოსის“ ფეხბურთელი ნეიმარი ტრავმირებულია და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კუნთის დაზიანება ბოლო მატჩში მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, გამოჯანმრთელების პერიოდი 4-6 კვირის განმავლობაში გასტანს.

ზოგადად, ნეიმარს ბოლო დროს ტრავმები ხშირად აწუხებს, რის გამოც პრაქტიკულად ვეღარ ახერხებს ფორმაში დაბრუნებას. მან „სანტოსის“ მაისურით დაბრუნების შემდეგ 9 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096995