კატალონიის „ბარსელონას“ რობერტ ლევანდოვსკი დაუშავდა, რომელიც დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში ვერ ითამაშებს.
პოლონელმა ფორვარდმა ვიგოს „სელტასთან“ მატჩში (4:3) კუნთის დაზიანება მიიღო. ჯერ სამედიცინო გამოკვლევის საბოლოო დასკვნა უცნობია, მაგრამ Mundo Deportivo-ს ვარაუდით, თუ თავდაპირველი პროგნოზი გამართლდა, რობერტი სამი კვირის განმავლობაში იუქმებს.
ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს „ინტერის“ წინააღმდეგ.
მიმდინარე სეზონში ვეტერანმა პოლონელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 48 მატჩში 40 გოლის გატანა მოახერხა.






